ინფო
2024 წლის 26 ოქტომრის არჩევნების გაყალბების შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა ევროინტეგრაციაზე და მოქალაქეების სამართლიანი, მშვიდობიანი და უწყვეტი პროტესტი გამოიწვია. ეს პროტესტი უკვე 5 თვეზე მეტი გრძელდება. როდესაც "ქართულმა ოცნებამ" ნახა, რომ დარბევებით, 500 ადამიანის წამებით და უდანაშაულო ხალხის დაპატიმრებით პროტესტი უარესად გაამწვავა, ის ადამიანების დაჯარიმებაზე გადავიდა ქუჩის გადაკეტვისთვის.
როგორც წესი, ერთი ჯარიმის ოდენობა 5,000 ლარია. თუ მოქალაქე მას ვერ გადაიხდის, მისი ქონება დაყადაღდება. "თავისუფლების ფონდის" დანიშნულებაა, საქართველოს მოქალაქეების, ბიზნესისა და ქართული დიასპორის შემოწირულობებით დააფინანსოს ჯარიმები. ამით, ჩვენ ხელს ვუწყობთ სამართლიან პროტესტს საქართველოში.
თავისუფლების ფონდი რეალურად რამდენიმე ონლაინ საგადასახადო სისტემაში დარეგისტრირებული უცხოური ანგარიშია და მას საქართველოს ხელისუფლება ვერ დააყადაღებს ისე, როგორც ქართული ფონდები დააყადაღა.
ამ ეტაპზე ფონდი მხოლოდ ნაწილობრივ აფინანსებს ჯარიმებს, ერთ ადამიანს საშუალოდ 1,500 ლარი ერიცხება. ფონდის ზრდასთან ერთად, ჩვენ შეგვეძლება ჯარიმების სრულად დაფარვა. თუ ჩვენ 300,000 ლარს მივაღწევთ, 60 ჯარიმის დაფარვა შეგვეძლება.
ჩვენ ვფარავთ მხოლოდ იმ ჯარიმებს, რომლებიც ბოლომდე გასაჩივრდა. დაფარვამდე, ჩვენი მოხალისეები ამოწმებენ თითოეული ჯარიმის ავთენტურობას. ფონდში თანხების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ჩვენ ვერ დავაფინანსებთ სხვა ხარჯებს.
ფონდს თავისუფლების მოედნის ეროვნული საბჭოს ერთ-ერთი წევრი, დავით ჯინჭარაძე ხელმძღვანელობს. შეგიძლიათ მას ამ მისამართზე დაუკავშირდეთ: djincharadze@freedomsquare.ge. ფონდს ჰყავს მრჩეველები და მოხალისეები.